Accessibility links

logo-print

საფრანგეთში 10-მდე გაიზარდა სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


საფრანგეთში 10-მდე გაიზარდა სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. შაბათს ლიანდაგიდან გადავიდა ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც პარიზსა და სტრასბურგს შორის ახალი რკინიგზის გამოცდას აწარმოებდა. ავარია გერმანიის საზღვართან მოხდა. როგორც იტყობინებიან, ლოკომოტივი გზისპირა არხში გადავარდა. დაშავებულია 32 ადამიანი, ხუთი - უგზოუკვლოდა დაკარგულად ითვლება. ახალი ჩქაროსნული მარშრუტის გახსნა 2016 წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG