Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა ხანმოკლე შეხვედრა გამართეს „დიდი ოცეულის“ სამიტის კულუარებში.


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა ხანმოკლე შეხვედრა გამართეს „დიდი ოცეულის“ სამიტის კულუარებში. სამიტი კვირას დაიწყო თურქეთში. თეთრი სახლის თანახმად, შეხვედრისას, რომელიც 35 წუთს გაგრძელდა, ობამამ და პუტინმა სირიის სამოქალაქო ომის გარშემო ილაპარაკეს და იმაზე შეთანხმდნენ, რომ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური გარდამავალი ეტაპი, რომელიც სირიელებმა უნდა წარმართონ. ამავე ცნობით, მხარეებმა უკრაინის გარშემოც ისაუბრეს. ობამამ სამძიმარი უთხრა პუტინს სინის ნახევარკუნძულზე, ეგვიპტეში რუსეთის თვითმფრინავის კატასტროფის გამო. კრემლმა განაცხადა, რომ ეს არაოფიციალური შეხვედრა „კონუსტრუქციული“ იყო, მაგრამ მას დიდი ცვლილება მოჰყოლია. ორი პრეზიდენტის ეს შეხვედრა არ იყო დაგეგმილი. სამიტის მონაწილეები, მსოფლიოს ეკონომიკური თვალსაზრისით ოცი უდიდესი ქვეყნის ლიდერებმა, 16 ნოემბერს საგანგებო განცხადება უნდა გამოაქვეყნონ ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ. სამიტის მასპინძელმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ სამიტი მსოფლიოს მკაფიო მესიჯს გაუგზავნის პარიზში მომხდარი ტერაქტების თაობაზე.

XS
SM
MD
LG