Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პოლიციამ 170-მდე რეიდი მოაწყო პარიზის ტერაქტების შემდეგ


საფრანგეთის ხელისუფალთა თანახმად, პოლიციამ 16 ნოემბერზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 168 ობიექტზე მოაწყო რეიდები პარიზში სისხლიანი ტერაქტების შემდეგ. ალიონზე ჩატარებული ოპერაციების დროს დააკავეს 23 პირი, ასზე მეტი ეჭვმიტანილი შინაპატიმრობაში მოათავსეს. პოლიცია ეძებს პარიზში 13 ნოემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების მომწყობი ჯგუფის გადარჩენილ მონაწილეებს. საფრანგეთის დედაქალაქში პარასკევს მოწყობილი ტერაქტების შედეგად 132 ადამიანი დაიღუპა. შვიდი თავდამსხმელი მოკვდა თავდასხმების დროს, მათი უმეტესობა - დანაღმული ქამრის აფეთქების შედეგად. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, მანუელ ვალსის თქმით, თავდასხმები დაგეგმილი იყო სირიაში. პროკურატურის თანახმად, თავდასხმების კიდევ ორი მონაწილის დადგენა მოხდა, ერთი ადრე იყო ტერორიზმში ბრალდებული.

XS
SM
MD
LG