Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „წინადადებით გამოდის“ მოგვარდეს უკრაინის ვალის თაობაზე დავა


რუსეთმა გამოაცხადა, რომ აქვს წინადადება უკრაინასთან ვალის სფეროში პრობლემის მოგვარებისთვის. ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც თურქეთის სამხრეთში მიმდინარეობს, განაცხადა, რომ ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს ესაუბრა მოსკოვის გეგმის შესახებ. დეტალები მინისტრს არა გაუმხელია. უკრაინამ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის რესტრუქტურიზაციას მიაღწია კერძო სექტორთან, მაგრამ დეფოლტი ემუქრება, თუ რუსეთმა ვადები დაიცვა. მოსკოვი თვლის, რომ უკრაინას 3 მილიარდი დოლარი აქვს მისი ვალი, რომელიც დეკემბერშია გადასახდელი და, რომელის გარშემოც კომერციულ მსესხებლებთან რესტრუქტურიზაციაზე ლაპარაკის საგანი ვერ იქნება.

XS
SM
MD
LG