Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი ოცეულის“ ლიდერები: გზას გადავუკეტავთ ტერორის დაფინანსების წყაროებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ლიდერები შეთანხმდნენ გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, გადაუჭრან დაფინანსების წყაროები ტერორისტულ დაჯგუფებებს. კამერონმა ეს განაცხადა „დიდი ოცეულის„ სამიტის დროს თურქეთში. კამერონის თანახმად, სამიტის მონაწილეებს განზრახული აქვთ, წინ აღუდგნენ ტერორისტული პროპაგანდის ექსტრემისტულ იდეოლოგიას და უკეთ დაიცვან თავი უცხოელი მებრძოლებისგან, დაზვერვის ინფორმაციის ურთიერთგაზიარებით და მათთვის მოგზაურობის აკრძალვით. კამერონი მანამდე შეხვდა პუტინს, რომელიც გამოვიდა მოწოდებით საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, გაერთიანდნენ ტერორიზმთან ბრძოლაში. კამერონის თქმით,ძალიან დიდია უფსკრული დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სირიის ომის დასრულების გზების თაობაზე, მაგრამ არის მზადყოფნა ყველა მხრიდან კომპრომისისთვის.

XS
SM
MD
LG