Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში უცნობმა პირებმა მეჩეთის ფანჯრები ჩაამტვრიეს


მეჩეთის ფანჯრები ჩაამტვრიეს უცნობმა პირებმა ყირიმში, უკრაინის ნახევარკუნძულზე, რომლის ანექსირება რუსეთმა მოახდინა შარშან. ყირიმელი მუსლიმების სასულიერო დირექტორატის თანახმად, თავდამსხმელებმა ათეულობით ქვა ესროლეს მეჩეთს, რომელიც მდებარეობს სოფელ ზავეტ-ლენინსკიში. ადგილობრივმა იმამმა, რუსტემ ახმეტშაევმა მომხდარის გამო პოლიციაში იჩივლა. ყირიმელ მაჰმადიანთა უმეტესობა ყირიმელი თათრები არიან, რომელთა ნაწილი არ მიემხრო ყირიმის ანექსიას.

XS
SM
MD
LG