Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ფრონტის ხაზზე არტილერიას დააბრუნებს თუ ვითარება გამწვავდა


უკრაინის არმიის თანახმად, ის იძულებულია ფრონტის ხაზზე დააბრუნოს არტილერია და ნაღმტყორცნები, თუ აღმოსავლეთში ვითარება კვლავ გამწვავდა. არმიის წარმომადგენელმა, ანდრი ლისენკომ თქვა ეს 16 ნოემბერს, როცა მთავრობის ჯარსა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის ბრძოლა გამძაფრდა შაბათ-კვირას ბოლო კვირებში შედარებით სიმშვიდის მერე. უკრაინის თანახმად, მისი შვიდი სამხედრო მოკლეს დონეცკის მახლობლად შაბათ-კვირას მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, გავეცი ბრძანება, მაშინვე უპასუხონ ცეცხლით, თუ ჩვენს ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. სეპარატისტებმა თავის მხრივ განაცხადეს, რომ კიევმა გასულ კვირაში ბევრჯერ დაარღვიეს ზავი. უკრაინაში 2014 წლის აპრილის შემდეგ ბრძოლების შედეგად თითქმის რვა ათასი ადამიანი დაიხოცა.

XS
SM
MD
LG