Accessibility links

ობამამ პუტინთან შეხვედრისას უკრაინიდან ჯარების გაყვანის საკითხი წამოწია


ბარაკ ობამამ "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრისას უკრაინიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანის, მძევლების გათავისუფლებისა და უკრაინისთვის საზღვარზე კონტროლის დაბრუნების საკითხები წამოწია. ამის შესახებ საუბარია აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში. თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბარი 35 წუთს გაგრძელდა. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა მინსკის შეთანხმებების შესრულების შესახებ.

XS
SM
MD
LG