Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი ხალხისთვის თანაგრძნობის გამოსაცხადებლად სამძიმრის წიგნი გაიხსნა თბილისის საკრებულოში


ფრანგი ხალხისთვის თანაგრძნობის გამოსაცხადებლად სამძიმრის წიგნი გაიხსნა თბილისის საკრებულოს შენობაში. საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო შეძრა პარიზზე ტერორისტულმა თავდასხმამ, რომელიც იყო შეტევა თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. "ამ დღეებში მივიღე დიდი თანაგრძნობა და სიმპათია ქართველებისაგან და ვიცი, რომ საკრებულოს შენობაში დღესაც ბევრი ქართველი მოვა“ - განაცხადა რენო სალენსმა. საფრანგეთის ელჩმა თბილისის ერთ-ერთ საზოგადოებრივ შენობაში ცერემონიის ორგანიზებას კარგი სიმბოლო უწოდა და საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა. პირველი, ვინც ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობის მიზნით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა, საქართველოში ჩინეთის საელჩოს დელეგაცია იყო.

XS
SM
MD
LG