Accessibility links

logo-print

რუსეთი გამოდის უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციის წინადადებით


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციის წინადადებით. პუტინმა ეს განცხადება 16 ნოემბერს, თურქეთში გააკეთა, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ მიმდინარე წელს მოითხოვოს 3 მილიარდი დოლარი, მოსკოვი დათანხმდება 2016-დან 2018 წლამდე ყოველწლიურად 1 მილიარდის მიღების გეგმას. პუტინის თქმით, ვალის გადახდის შესახებ გარანტიის მიცემას მოსკოვი სთხოვს აშშ-ს, ევროკავშირს ან გლობალურ ფინანსურ ორგანიზაციებს. აქამდე რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინისგან მოითხოვდნენ ვალის მთლიანად დაბრუნებას 20 დეკემბრამდე და აცხადებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივ ზომებს მიმართავდნენ. უკრაინას ვალის რესტრუქტურიზაცია ესაჭიროება საიმისოდ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან შესძლოს 17,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის მიღება. ამ სესხმა უკრაინის ეკონომიკა რეცესიისგან უნდა იხსნას.

XS
SM
MD
LG