Accessibility links

logo-print

CIA-ს ხელმძღვანელი გამოდის გაფრთხილებით „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსალოდნელ ტერაქტებზე


ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ს დირექტორი გამოდის გაფრთხილებით, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები, რომლებმაც პასუხისმგებლობა იკისრეს პარიზში გასულ კვირაში მომხდარ სისხლიან ტერაქტებზე, შესაძლოა სხვა ოპერაციებსაც გეგმავდნენ. თუმცა, ჯონ ბრენანის თქმით, მართალია „გარდაუვალია“ ის, რომ ისლამური სახელმწიფო ეცდება მსგავსი თავდასხმების მოწყობას, „ჩემთვის გარდაუვალი არ არის, რომ ისინი ამას წარმატებით განახორციელებენო“, განაცხადა ბრენანმა. მისი თქმით, ექსტრემისტთა სვარაუდო გეგმების გამოაშკარავება შესაძლოა რთული იყოს, რადგან ევროპის სადაზვერვო და უშიშროების სააგენტოებს ისედაც არაორდინარულ ვითარებაში უწევთ მუშაობა იმ ასობით ექსტრემისტის გამოსავლენად, რომლებიც შინ დაბრუნდნენ სირიაში და ერაყში ბრძოლის შემდეგ. აშშ-ის და ევროპის სადაზვერვო სტრუქტურებს არ დაუდასტურებიათ „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადება, რომ პარიზში მან განახორციელა თავდასხმები, რომლებსაც 129 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, ბრენანის თქმით, ეს თავდასხმები - ისევე, როგორც 31 ოქტომბერს რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდება ეგვიპტის თავზე, რასაც 224 ადამიანი შეეწირა - ატარებს ამ ისლამისტური ჯგუფის ნამოქმედარის „ნიშნებს“.

XS
SM
MD
LG