Accessibility links

თეირანში დააპატიმრეს ცნობილი კარიკატურისტი


თეირანში დააპატიმრეს კარგად ცნობილი ირანელი კარიკატურისტი, ჰაიდი ჰეიდარი. არაა ცნობილი დაპატიმრების მიზეზი. ჰეიდარი, რომელიც თანამშრომლობდა არაერთ რეფორმისტულ გამოცემასთან, ადრე, 2009 წელს, ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის არჩევის შემდგომი საპროტესტო გამოსვლების დროსაც იმყოფებოდა ციხეში. ახლა მისი დაპატიმრება მოჰყვა ირანში ხუთი ჟურნალისტის დაპატიმრებას, მათ შორის კულტურის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლისა. ციხეში არიან სხვათა შორის, ასევე ვაშინგტონ პოსტის რეპორტიორი, ჯეიზონ რაზაიანი, რომელსაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს.

XS
SM
MD
LG