Accessibility links

ჩეხეთის პრეზიდენტი ანტიმუსლიმურ აქციას დაესწრო


ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მილოშ ზემეანი დაესწრო მიტინგს, რომელიც ანტიმუსლიმურად გაენწყობილი გაერთიანების მიერ იყო მოწყობილი. აქცია დღეს გაიმართა პრაღაში, სადაც ამავე დროს აღინიშნებოდა ხავერდოვანი რევოლუციის დღე, კომუნისტური რეჟიმის დამხობის 26-ე წლისთავი. მილოშ ზემანმა, ცნობილმა თავისი ანტიმაჰმადიანური რიტორიკით, მიმართა რამდენიმე ათასიან თავყრილობას, რომ ისინი არ არინ ექსტრემისტები, რომ ჩეხები არ არის ქსენოფობები, რომ მათ მიიღეს მიგრანტები, რომელთა კულტურა ევროპულის შესაბამისია და არ არის მკვლელებისა და რელიგიური სიძულვილის კულტურა, თქვა ზემანმა. პოლიციამ ერთმანეთისგან გაყო საპირისპირო დემონსტრაციების მონაწილეები. 17 ნოემბრის დემონსტრაცია მოაწყო „ბლოკმა ისლამის წინააღმდეგ“. ის გაიმართა უნივერსიტეტის სტუდენტთა ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც 1989 წელს ანტიკომუნისტური გამოსვლები დაიწყო. ამის გამო კარლის უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელებს დასჭირდათ გამოეცხადებინათ, რომ ემიჯნებიან დემონსტრაციას. მიგრანტთა გამო კრიზისმა და პარიზის თავდასხმებმა ათასობით ადამიანი მიყვანა ამ დემონსტრაციებზე, მიგრანტთა მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მსვლელობებზე. ჩეხეთის რესპუბლიკამ ბოლო პერიოდში მხოლოდ მცირე რაოდენობის ლტოლვილები მიიღო.

XS
SM
MD
LG