Accessibility links

logo-print

რუსეთში შეიქმნა ახალი კომისია ტერორიზმის დაფინანსებასთან საბრძოლველად


კრემლი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შექმნა ახალი, უწყებათშორისი კომისია ტერორიზმის დაფინანსებასთან საბრძოლველად. 18 ნოემბერს ხელმოწერილი ბრძანებულებით, პუტინი პროკურატურას, ცენტრალურ ბანკს და რეგიონების ხელმძღვანელობებს ავალებს, ახალ კომისიას მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ტერორისტულ აქტივობებში ეჭვმიტანილ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს. ახალი უწყება შექმნეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაადასტურა, რომ გასულ თვეში ეგვიპტეში ბომბმა ჩამოაგდო რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი, რის შედეგადაც 224 ადამიანი დაიღუპა. პუტინმა უშიშროების სამსახურს დაავალა პასუხისმგებელი პირების პოვნა და პირობა დადო, რომ რუსეთი გააძლიერებს საჰაერო დარტყმებს სირიაში. რუსეთის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" მოკავშირე ჯგუფმა.

XS
SM
MD
LG