Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ბოლო დღეებში მოკლეს ათობით ისლამისტი ექსტრემისტი


სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში სულ ცოტა, 33 ექსტრემისტი დაიღუპა ჩრდილოეთ სირიის ქალაქ რაყაში, რომელიც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარ ქალაქად არის მიჩნეული. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ 18 ნოემბერს გაავრცელა ეს ინფორმაცია. მისივე ცნობით, დაჭრილია ათობით ადამიანი. იუწყებიან აგრეთვე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები ოჯახის წევრებთან ერთად ტოვებენ ქალაქ მოსულს - ერაყში ამ გაერთიანების მთავარ დასაყრდენს. საფრანგეთმა გაააქტიურა რაყაზე საჰაერო იერიშები პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ. რუსეთმა კი ასევე რაყას დაუშინა გრძელ რადიუსში მოქმედი ფრთოსანი რაკეტები 17 ნოემბერს - მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დაადასტურა, რომ გასულ თვეში ბომბმა ჩამოაგდო რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი ეგვიპტეში. „ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა პასუხისმგებლობა როგორც პარიზის ტერაქტებზე, ისე რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. პარიზის ტერაქტებმა 129 ადამიანი შეიწირა, ავიაკატასტროფამ - 224 ადამიანი.

XS
SM
MD
LG