Accessibility links

logo-print

პარიზში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა ორი ადამიანი, დაკავებულია შვიდი


საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ რეიდი განახორციელა პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით. სენ-დენის რაიონში 18 ნოემბრის დილას დაწყებული ოპერაციის მსვლელობაში აფეთქებები და სროლა ისმოდა. პოლიციის ცნობით, მოკლეს ერთი ეჭვმიტანილი, კიდევ ერთმა - ქალმა - თავი აიფეთქა. დაიჭრა ხუთი პოლიციელი. როგორც იუწყებიან, ბინაში, სადაც რეიდი მოეწყო და მის მახლობლად დააკავეს, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი. პოლიციის წყაროების ცნობით, მთავარი მიზანი იყო 13 ნოემბრის ტერაქტების დამგეგმავად მიჩნეული პირის, 28 წლის აბდელჰამიდ აბაუდის შეპყრობა. აბაუდი ბელგიის მოქალაქეა. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო" აცხადებს, რომ მისმა წევრებმა მოაწყეს 13 ნოემბრის ტერაქტები პარიზში, სადაც დაიღუპა 129 და დაიჭრა 350-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG