Accessibility links

logo-print

კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხელყუმბარა აფეთქდა


კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხელყუმბარა აფეთქდა სერბიასთან ურთიერთობის საკითხის გარშემო კოსოვოში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე. ოფიციალური ინფორმაციით, ხელყუმბარა 18 ნოემბერს ესროლეს სასამართლოს შენობის ეზოს. მსხვერპლის შესახებ არაფერს იუწყებიან. ინციდენტი მოხდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა ცრემლმდენი გაზი და პილპილის სპრეი გამოიყენეს პარლამენტში, ხოლო პარლამენტის შენობასთან პოლიცია დაუპირისპირდა ქვის მსროლელ დემონსტრანტებს. ოპოზიციონერი კანონმდებლები უკვე რამდენიმე კვირაა, ხელს უშლიან პარლამენტის მუშაობას, რათა არ დაუშვან სერბიასა და კოსოვოს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ამოქმედება. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც სერბია არ აღიარებს. მაგრამ ევროკავშირის მეშვეობით, ბელგრადმა და პრიშტინამ მიაღწიეს შეთანხმებას ურთიერთობის დასარეგულირებლად. დღესვე კოსოვოს პოლიციამ სცადა, დაეკავებინა ოპოზიციონერი დეპუტატი ალბინ კურტი, რომელიც პარლამენტში საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს როგორც იუწყებიან, კურტი შინ არ იყო, როცა მის დასაკავებლად ნიღბიანი პოლიციელები მივიდნენ.

XS
SM
MD
LG