Accessibility links

"ისლამურმა სახელმწიფომ" გამოაქვეყნა ფოტო ბომბისა, რომლითაც რუსეთის თვითმფრინავი ააფეთქა


ექსტრემისტულმა გაერთიანებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაქვეყნა ფოტოგრაფია, რომელზეც, დაჯგუფების თანახმად, გამოსახულია თვითნაკეთი ბომბი, რომლითაც ეგვიპტეში რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. ამ ავიაკატასტროფას 224, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა. ჟურნალ დაბიყში გამოქვეყნებულ ფოტოზე, ლურჯ ფონზე გამოსახულია უალკოჰოლო სასმელ „შვეპეს გოლდის“ თუნუქის ქილა, და ალბათ, დეტონატორი, ასევე ჩამრთველი. დაჯგუფების თანახმად, მათ გამოიყენეს "ხვრელი" შარმ ელ შეიხის აეროპორტის დაცვაში, სადაც აფრინდა თვითმფრინავი, რათა ბორტზე ბომბი მალულად შეეტანათ. რუსეთის უშიშროების სამსახურმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ თვითმფრინავი სინის ნახევარკუნძულზე ბომბის აფეთქების შედეგად ჩამოვარდა.

XS
SM
MD
LG