Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პრაღაში გაიმართება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა


პრაღაში დღეს გაიმართება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა. რომელზეც განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების საკითხებს, ასევე საუბარი იქნება გარკვეული ჰუმანიტარული სახის პრობლემებზე. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის მხრიდან ბოლო ხანს რამდენჯერმე გაკეთდა კომენტარი სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის და დღევანდელ შეხვედრაზე რუსული მხარისგან მოისმენს, თუ როდიდან შეიძლება მოხდეს გამარტივება. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გარდა, ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებიც შედიან.

XS
SM
MD
LG