Accessibility links

დავით ბაქრაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას სავიზო ლიბერალიზაციაზე


"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას სავიზო ლიბერალიზაციაზე, რადგან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას“, - განაცხადა დღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისი შეფასებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე - საქართველოს მთავრობის ქმედებები ქვეყნის შიგნით და "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების მცდელობა. „ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, უბრალოდ ტრაგიკომიკურია და ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება კვებავს მოსახლეობას მეოთხე წელია, ნაცვლად გაკეთებული საქმისა და შესრულებული დაპირებებისა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

XS
SM
MD
LG