Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება


საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიმდინარეობს გასაუბრება მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა ვლადიმერ გაბრიჩიძის, ნანა რევაზიშვილის და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები. მათ შერჩევას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან, რომლებმაც სულ 8 კანდიდატი დაასახელეს. საბოლოოდ შერჩეულ სამ კანდიდატთან დღევანდელი გასაუბრების შემდეგ მათ ცალ-ცალკე უყრიან კენჭს საპროკურორო საბჭოს წევრები. საბოლოოდ, მთავარი პროკურორობის კანდიდატი გახდება ის, ვინც ხმათა 2/3-ს მიიღებს. საპროკურორო საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში, მთავარი პროკურორობის კანდიდატი საბოლოოდ ასარჩევად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

XS
SM
MD
LG