Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდაარში, თალიბების თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი ჯარისკაცი


ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ექვსი სამოქალაქო პირი დაიჭრა თალიბების მიერ განხორციელებულ თავდასხმის შედეგად, რომლის სამიზნეც ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში მდებარე პოლიციის განყოფილება იყო. როგორც პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, თავდასხმა 19 ნოემბრის დილით არგანდაბის ოლქში მოხდა. საპასუხო წინააღმდეგობით ხუთი თავდამსხმელი გაანადგურეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო.

XS
SM
MD
LG