Accessibility links

მოკლულია პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი


პარიზის სენ-დენის უბანში, პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდის მსვლელობაში დაღუპულ პირთაგან ერთ-ერთი აღმოჩნდა 13 ნოემბრის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად მიჩნეული, 28 წლის აბდელჰამიდ აბაუდი. მანამდე პარიზის პროკურორი ფრანსუა მოლენი ამბობდა, რომ გამომძიებლებს საკმარისი საფუძველი ჰქონდათ, ეფიქრათ, რომ ბელგიის მოქალაქე აბაუდი საფრანგეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მაგრამ ანტიტერორისტული ოპერაციის მსვლელობაში მოკლულთა და დაკავებულთა შორის აბაუდი თავდაპირველად ვერ აღმოაჩინეს და მისი გვამის ამოცნობა მხოლოდ დღეს მოხერხდა. ჯერჯერობით დაუდგენელი რჩება 13 ნოემბრის ტერაქტების ერთ-ერთ მონაწილედ მიჩნეული 26 წლის სალაჰ აბდესლამის ადგილმდებარეობა. ვარაუდობენ, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ ის ბელგიაში გაიქცა.

XS
SM
MD
LG