Accessibility links

logo-print

ეთნიკური უმცირესობების გენდერული პრობლემები


ქალები ეთნიკური თემიდან ნაკლებად გვხვდებიან პოლიტიკაში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, არ არიან ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. "გენდერულ ამბებში" ებრაელ ქალთა საბჭოს თავმჯდომარე მარინე სოლომონიშვილი საუბრობს საკუთარი თემის პრობლემებზე, ასევე იმ მიღწევებზე, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიმართულებით აქვს ისრაელის სახელემწიფოს. სატელეფონო ჩართვაში ისრაელის საელჩოსთან არსებული „მაშავის" ცენტრის დირექტორი გიორგი ჟღენტი ჰყვება, თუ როგორ ხდება შესაძლებელი ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ამ სააგენტოს დახმარებით გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის. „გენდერული ამბების“ კიდევ ერთი სტუმარი, საქართველოს რუს ქალთა ასოციაცია „იაროსლავნას“ ხელმძღვანელი ალა ბეჟენცევა, დუხობორებისა და მალაკნების გენდერულ და სოციალურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. გადაცემას რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG