დღეს საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ სამი თვით გააგრძელა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა. საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა 13 ნოემბერს, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ შემოიღო და მისი ვადა, კანონის თანახმად, 12 დღით შემოიფარგლებოდა. ახლა საკანონმდებლო ორგანომ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც დეპუტატებს დასამტკიცებლადწარუდგინა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა. პოლიციის განყოფილებებს დაეგზავნათ საგანგებო დირექტივა, რომლის თანახმად მათ ენიჭებათ უფლება, იარაღი მაშინაც ატარონ, როცა სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებენ და ტერორისტული თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენონ ის. საამისოდ საკმარისია, სახელოზე პოლიციელის სამკლაური მიიმაგრონ. პარიზში მომხდარ ტერაქტებში დაიღუპა 129 და დაიჭრა 350-ზე მეტი ადამიანი.
საფრანგეთის პარლამენტმა სამი თვით გააგრძელა ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ვადა
ყველაზე პოპულარული
1