Accessibility links

logo-print

კარასინთან შეხვედრისას აბაშიძემ დაგმო საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტები


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმოადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს დაგმო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მომხდარი მორიგი ინციდენტი - საქართველოს მოქალაქის, 56 წლის მამაკაცის დაკავება. „ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი აბსოლუტურად უარყოფითი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც ხდება საოკუპაციო ხაზთან. კერძოდ, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ მოხდა. აღვნიშნეთ, რომ ეს არის ელემენტარული ადამიანური ნორმების უხეში უგულებელყოფა. რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ნორმებზე, სამართალზე“, - განაცხადა კარასინთან შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, პრაღაში 19 ნოემბერს გამართული შეხვედრის თემებს შორის იყო რუსეთის მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივა. აბაშიძე-კარასინის შემდეგი შეხვედრა, ცნობების თანახმად, თებერვალში გაიმართება.

XS
SM
MD
LG