Accessibility links

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, მალევე აამოქმედოს შერბილებული სავიზო რეჟიმი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთი მუშაობს საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის შერბილებული სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აბაშიძემ, რომელიც 19 ნოემბერს პრაღაში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, დასძინა: „შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ რუსეთის მხარე ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რათა უახლოეს მომავალში ეს ახალი შერბილებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.“ აბაშიძეს არ დაუზუსტებია, რა კატეგორიის მოქალაქეები ისარგებლებენ სავარაუდო „შერბილებული სავიზო რეჟიმით“ და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამ ჩანაფიქრის განხორციელება საქართველოს ბევრ მოქალაქეს მოუხსნის პრობლემას.

XS
SM
MD
LG