Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო რუკის მიხედვით, რუსი ჯარისკაცები შესაძლოა, ცენტრალურ სირიაში იმყოფებოდნენ


ცნობების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში აჩვენეს რუკა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა რუსეთის არტილერიის შენაერთი იმყოფებოდეს ცენტრალურ სირიაში მდებარე ჰომსის რეგიონში. რუკა აჩვენეს 17 ნოემბერს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თავდაცვის სამინისტროს წარმოადგენლების შეხვედრისას. ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა რუკაზე შეამჩნია, რომ კემეროვოში ბაზირებული, 120-ე საარტილერიო ბრიგადის 152-მილიმეტრიანი ჰაუბიცები, როგორც ჩანს, განთავსებულია სირიის ქალაქ სადადთან, ჰომსის სამხრეთით 60-მდე კილომეტრში. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, როცა მას დაუსვეს შეკითხვა რუკასთან დაკავშირებით, გაიმეორა ადრე რამდენჯერმე გაკეთებული განცხადება, რომ რუსი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ სახმელეთო ოპერაციებში სირიაში.

XS
SM
MD
LG