Accessibility links

ორი კაცი დაშავდა ჭიათურის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად


19 ნოემბერს ორი კაცი დაშავდა ჭიათურის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, დაზარალებულები არიან 26 წლის ზურაბ გამეზარდაშვილი და 50 წლის ტარიელ ბიწაძე. გამეზარდაშვილს ორივე თვალი დაუზიანდა და მხედველობა დაკარგა, ბიწაძეს კი ერთი თვალი აქვს დაზიანებული. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი ფაქტის კვლევის კომისიის შექმნას და კომისიაში პროფკავშირის შრომის ტექნიკური ინსპექტორების ჩართვას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG