Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ დანელია: ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ექსპორტიორ ქვეყნად


ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად - განაცხადა დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელმაც თბილისში გამართა სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია. ოთარ დანელიას შეფასებით, საქართველოს აქვს საექსპორტო ბაზრებზე საპატიო ადგილის დაკავების შესაძლებლობა. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ შარშან დაწყებული დივერსიფიკაციის პოლიტიკა, საქართველოში შეიქმნას მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი პროდუქცია და მოხდეს მისი ექსპორტი, მათ შორის, რა თქმა უნდა, ისეთ სტრატეგიულ ბაზარზე, როგორიც ევროკავშირის ბაზარია", - განაცხადა ოთარ დანელიამ. მისი ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორში შეიქმნა 139 ახალი საწარმო, უახლოეს თვეებში კი დაგეგმილია კიდევ 20 საწარმოს ამუშავება. ანგარიშის პრეზენტაციისას ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ დღეიდან, 20 ნოემბერი საქართველოში ფერმერის დღედ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG