Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა „საქართველოს განვითარების ფონდის" წევრების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული „საქართველოს განვითარების ფონდის" წევრების პირველი შეხვედრა. ჟურნალისტების შეკითხვას, გარდაიქმნება თუ არა ფონდი პოლიტიკურ ძალად, პაატა ბურჭულაძემ უპასუხა, რომ ამას ცხოვრება აჩვენებს. "არასდროს მიფიქრია, ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, თუმცა, ცხოვრებამ შანსი მომცა და გამოვიყენე. არასდროს არ მინდოდავყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა პირობები, რომ გავმხდარიყავი. დღესდღეობით ჩამოვაყალიბე ფონდი. თუ ცხოვრება მაჩვენებს, რომ ეს არის ჩემი გზა, აუცილებლად გავაკეთებ ამას", - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ბურჭულაძემ შესაძლო პოლიტიკურ საქმიანობაზე საუბრისას. მან დაადასტურა, რომ ყველა საკონცერტო კონტრაქტი გააუქმა, რაც ახლად დაარსებული ფონდის გაძლიერების აუცილებლობით ახსნა. პაატა ბურჭულაძის განცხადებითვე, ფონდის საქმიანობაზე მისი წევრები დეტალურად ისაუბრებენ დეკემბერში დაგეგმილ პრეზენტაციაზე. ჟურნალისტების შეკითხვას, მართლაც ჰქონდა თუ არა კონსულტაციები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან, პაატა ბურჭულაძემ უპასუხა, რომ კონტაქტი ჰქონდა ყველასთან. „საქართველოს განვითარების ფონდის" წევრებს შორის არიან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე.

XS
SM
MD
LG