Accessibility links

logo-print

რუსი პარლამენტარები უშიშროების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ


რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა - სახელმწიფო სათათბირო და ფედერაციის საბჭო - გაერთიანებულ სხდომაზე შეიკრიბა ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, კანონმდებლები გამოდიან წინადადებით, გაიზარდოს უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებები და გამკაცრდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ტერორისტული აქტივობისთვის, ისევე როგორც მისი "მორალური, ფინანსური, საინფორმაციო და სხვა სახის მხარდაჭერისათვის". ამ მოთხოვნის ფონია ვითარება პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების და მანამდე, 31 ოქტომბერს, ეგვიპტეში რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. ორივე შემთხვევაში, პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG