Accessibility links

logo-print

სოციალური ინტერვენცია მუზეუმში


20 ნოემბერს "რადიო თავისუფლების" დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ კულტურის მენეჯმენტის ონლაინკურსების ხელმძღვანელი ზურაბ ხავთაძე და პროექტის ფარგლებში გამარჯვებული იდეის ავტორი ნინო მაჭარაშვილი. კულტურის პროექტების მენეჯმენტის ონლაინკურსი განკუთვნილი იყო კულტურით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და მოიცავდა სხვადასხვა თემას: ეკონომიკა, მარკეტინგი, პრომოუშენი, პიარი, კურატორული საქმიანობა და ა.შ... მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სწავლის პარალელურად თავიანთი პროექტებიც გაეკეთებინათ, სივრცედ კი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი გამოეყენებინათ. გამარჯვებული პროექტი გახდა „სოციალური ინტერვენცია მუზეუმში“ – „მე ვქმნი თეატრს“, რომლის ფარგლებშიც საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა ერთად დაამზადეს სენსორული სათამაშოები. იაფი მასალისგან მარტივი წესით დამზადებული სათამაშოები სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს.

XS
SM
MD
LG