Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიში სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა სასტუმროში მძევლების გასათავისუფლებლად


მალიში სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა სასტუმროში, რომელშიც შეიარაღებულმა პირებმა 170-მდე მძევალი აიყვანეს. სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ს წარმომადგენლების ცნობით, 20 ნოემბერს მოეწყო თავდასხმა მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმროზე. შეიარაღებულმა პირებმა მძევლად აიყვანეს 140 სტუმარი და სასტუმროს 30 თანამშრომელი. მალის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია 80 კაცი, მანამდე უშიშრობის მინისტრმა, სალიფ ტრაორემ გამოაცხადა, რომ 30-მა პირმა თვითონვე შეძლო გაქცევა. როგორც ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, სასტუმროში გაჩერებული იყო ჩინეთის 10-მდე მოქალაქე. ხოლო ინდოეთი იუწყება „რედისონ ბლუ“-ში მისი 20 მოქალაქის ყოფნის შესახებ. ისლამისტ მებრძოლებს, რომელთა ნაწილსაც კავშირი აქვს ალ-ყაიდასთან, 2012 წელს თითქმის მთელი წელი ჰქონდათ დაპყრობილი ჩრდილოეთი მალი, ვიდრე მათ 2013 წლის იანვარში საფრანგეთის ხელმძღვანელობით დაწყებული ოპერაციის შედეგად განდევნიდნენ. მას შემდეგ, ისლამისტები თავდასხმებს ახორციელებენ ამ ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG