Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი შეიწირა


ერაყში, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა და გაცილებით მეტი დაიჭრა შიიტური მეჩეთის წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების შედეგად. ოფიციალური პირების ცნობით, ბაღდადის სამხრეთით მდებარე იუსიფიის მეჩეთთან გზის პირას ჩადებული ბომბი აფეთქდა პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ. მოგვიანებით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, როცა ინციდენტის ადგილას უშიშროების ძალების წარმომადგენლები მივიდნენ. დაღუპულებს და დაჭრილებს შორის უშიშროების სამსახურის წევრებიც არიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ სუნიტი ექსტრემისტები - მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები - ხშირად აწყობენ იერიშებს შიიტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG