Accessibility links

logo-print

130-მდე გაიზარდა პარიზის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


130-მდე გაიზარდა პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულების რიცხვი. ამის შესახებ 20 ნოემბერს გამოაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ ვალსმა მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ტერაქტების დროს მძიმედ დაჭრილი პირი. ტერაქტების შედეგად დაიჭრა 350-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG