Accessibility links

logo-print

საფრანგეთში იდენტიფიცირებულ იქნა რეიდის დროს დაღუპული ქალი


საფრანგეთში იდენტიფიცირებულ იქნა ქალის გვამი, რომელიც აღმოაჩინეს პარიზში, სენ-დენის რაიონში მდებარე ბინაში 18 ნოემბერს ჩატარებული რეიდის შემდეგ. 20 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულის სახელი და გვარია ჰასნა აიტბულასენი. 26 წლის ქალის პასპორტი იქვე, ბინაში იპოვეს. აიტბულასენმა თავი აიფეთქა 18 ნოემბერს პოლიციის სპეცოპერაციის დროს. ის მიჩნეულია პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირის, ბელგიის მოქალაქე აბდელჰამიდ აბაუდის ახლო ნათესავად. სენ-დენის რაიონში სპეცოპერაციის დროს აბაუდიც მოკლეს. 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაიღუპა, ბოლო მონაცემებით, 130 და დაიჭრა 350-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG