Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიში ბოლო მოუღეს სასტუმროში მძევლების აყვანით გამოწვეულ კრიზისს


მალის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმმა ბოლო მოუღო ფეშენებელურ სასტუმროში მძევლების აყვანით გამოწვეულ კრიზისს. უშიშროების მინისტრის, სალიფ ტრაორეს განცხადებით, მალელი ჯარისკაცები ამერიკელ და ფრანგ სამხედროებთან ერთად შეიჭრნენ დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში და შენობიდან განდევნეს ისლამისტი ექსტრემისტები. თავდამსხმელებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი 100-ზე მეტი ადამიანი. ცნობების თანახმად, შენობაში რამდენიმე გვამია, მაგრამ ჯერ არ გავრცელებულა დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულების რიცხვზე. საფრანგეთმა 2013 წელს დაიწყო სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ მალიში. ვარაუდობენ, რომ 20 ნოემბრის დილას 10 შეიარაღებული პირი შეიჭრა ბამაკოში მდებარე სასტუმროში შეძახილებით „დიდ არს ალაჰი“, ცეცხლასროლი იარაღით და ხელყუმბარებით. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყებან, რომ ქართული მხარე არ ახორციელებს სამშვიდობო მისიას მალიში. ამასთან, ამავე წყაროს თანახმად, არსებობს გადაწყვეტილება მალიში ქართველი სამხედროების გაგზავნის შესახებ.

XS
SM
MD
LG