Accessibility links

logo-print

მალიში თავდასხმის შემდეგ სასტუმროში იპოვეს სულ მცირე 18 გვამი


მალის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმმა ბოლო მოუღო ფეშენებელურ სასტუმროში მძევლების აყვანით გამოწვეულ კრიზისს. უშიშროების მინისტრის, სალიფ ტრაორეს განცხადებით, მალელი ჯარისკაცები ამერიკელ და ფრანგ სამხედროებთან ერთად შეიჭრნენ დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში და შენობიდან განდევნეს ისლამისტი ექსტრემისტები. „ამ ეტაპზე მათ აღარ ყავთ მძევლები და ჩვენი ძალები მათ დევნას აწარმოებენო“, განაცხადა ტრაორემ. გავრცელებული ცნობებით, სასტუმროში სულ მცირე 18 გვამია ნაპოვნი. ისლამისტურმა ჯგუფმა, ალ-მურაბითუნმა განაცხადა, რომ თავდასხმა მან განახორციელა, ალ-ყაიდის რეგიონულ დანაყოფთან თანამშრომლობით. როგორც იუწყებოდნენ, მძევლებს შორის სულ მცირე ექვსი ამერიკელი იყო. საფრანგეთმა 2013 წელს დაიწყო სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ მალიში. ვარაუდობენ, რომ 20 ნოემბრის დილას 10 შეიარაღებული პირი შეიჭრა ბამაკოში მდებარე სასტუმროში შეძახილებით „დიდ არს ალაჰი“, ცეცხლასროლი იარაღით და ხელყუმბარებით. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა დაგმო „შემზარავი ტერორისტული თავდასხმა“ და განაცხადა, რომ ძალადობის მიზანი იყო მეტოქე ფრაქციებს შორის ივნისში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა.

XS
SM
MD
LG