Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა


მალის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ბუბარაკ კეიტამ მოსახელობას აცნობა, რომ ისლამისტი ექსტრემისტების მიერ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველზე პრესტიჟულ სასტუმროზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მძევალთა აყვანის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. დახოცილთა შორის ორი თავდამსხმელიცაა.სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლის დროს, მალის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვარაუდობენ, რომ 20 ნოემბრის დილას 10 შეიარაღებული პირი შეიჭრა ბამაკოში მდებარე სასტუმროში შეძახილებით „დიდ არს ალაჰი“, ისინი შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარებით. გავრცებული ინფორმაციით, ისლამისტურმა ჯგუფმა, ალ-მურაბითუნმა თავდასხმა ალ-ყაიდის რეგიონულ დანაყოფთან თანამშრომლობით განახორციელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ დახოცილ მძევალთა შორის ექვსი რუსეთის მოქალაქეა. მანამდე იუწყებოდნენ, რომ მძევლებს შორის სულ მცირე ექვსი ამერიკელი იყო.

XS
SM
MD
LG