Accessibility links

logo-print

პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს


თურქეთის პოლიციამ დააკავა ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი სამი პირი, რომელთაგან ერთი ბელგიის მოქალაქე აჰმეტ დაჰმანია. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორებთან დაახლოებული პირია და მათ სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდა. ბელგიელი აჰმეტ დაჰმანი, რომელიც წარმოშობით მაროკოდანაა, 21 ნოემბერს თურქეთის ქალაქ ანთალიაში მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დააკავეს. დანარჩენი ორი ეჭვმიტანილი სირიელია. კვირის დასაწყისში თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა რვა მაროკოელი, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

XS
SM
MD
LG