Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში დამნაშავეს სიკვდილი მიუსაჯეს


ბელორუსიის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი შეუფარდა მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირს, რაც ამ წლის განმავლობაში მეორე ასეთი შემთხვევაა. ბელორუსიის ქალაქ ჰროდნოს ბინადარმა, 28 წლის ივან კულიშმა 2013-2014 წლებში შეიარაღებული ძარცვა ჩაიდინა და სამი მოვაჭრე ქალი მოკლა. ბელორუსია ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც დღემდე გამოიყენება სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა. 1990 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში 400 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

XS
SM
MD
LG