Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალის ტერაქტში რუსეთის ექვსი მოქალაქე დაიღუპა


რუსეთის ექვსი მოქალაქე აღმოჩნდა მალის დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროზე შეიარაღებული ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის. ამის თაობაზე ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 21 ნოემბერს გაავრცელა. მალის ხელისუფლების ცნობით თავდასხმის შედეგად 21 კაცი, მათ შორის ორი თავდამსხმელი დაიღუპნენ. ხუთშაბათს დაახლოებით 10-მა ექსტრემისტმა მძევლად აიყვანა მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო „რედისონ ბლუს“ 170 ბინადარი და პერსონალი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო „ალ ყაიდასთან“ დაკავშირებულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ. ქვეყანაში 10 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG