Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ევრომაიდანის მეორე წლისთავი აღნიშნეს


უკრაინაში ევრომაიდნის მოვლენების მეორე წლისთავი, „თავისუფლების და ღირსების“ დღე აღნიშნეს. კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე აღიმართა მემორიალი დაღუპულთა ფოტოსურათებით, შემდეგ კი გაიმართა მიტინგი, რომელზეც პატივი მიაგეს დაღუპული აქტივისტების „ზეციური ასეულის“ ხსოვნას. 2013 წლის 21 ნოემბერს პროტესტის ნიშნად ათასამდე კიეველი გამოვიდა თავისუფლების მოედანზე მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა და პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმაევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა გადადეს. 30 ნოემბერს გააფთრებული შეტაკება მოხდა უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის, რომელთა უმრავლესობას სტუდენტები შეადგენდნენ. ამ დაპირისპირების შემდეგ კიევის ცენტრში დემონსტრანტთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია.

XS
SM
MD
LG