Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი


საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 29 წლის დავით ბორჩაშვილი, რომლის დეპორტაციაც თურქეთიდან განხორციელდა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორჩაშვილს ბრალად ედება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება. სხვა დეტალები უცნობია. ბორჩაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი ვერ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაშიც. 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა აეროპორტებში, საზღვრებზე და „სტრატეგიული მნიშვნელობის“ ობიექტებზე. ათობით საქართველოს მოქალაქე, ძირითადად პანკისის ხეობიდან და აჭარიდან, იბრძვის სირიასა და ერაყში ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და ალ ყაიდის დაჯგუფებებში. ამ მებრძოლებს შორისაა პანკისის მკვიდრი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი მეთაური თარხან ბათირაშვილი, რომელიც ომარ ალ–შიშანის სახელითაა ცნობილი.

XS
SM
MD
LG