Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში კვლავ ძალაშია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე


ბელგიის დედაქალაქში მეორე დღეა მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონის შემთხვევაში მიმართავენ. ქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელია, ბარები და რესტორნები ჩვეულებრივზე ადრე წყვეტენ მუშაობას. პარალელურად პოლიცია დაეძებს სალაჰ აბდესალამს, რომელიც 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერაქტებშია ეჭვმიტანილი. ახლობლები და მეზობლები აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ ნახეს იგი და გაგებული აქვთ მისი განზრახვაც სირიაში წავლის თაობაზე. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში უსაფრთხოების ყველაზე გაძლიერებული მდგომარეობა, ე.წ. „მოახლოებული საშიშროება“ , გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა 21 ნოემბერს „საკმაოდ დამაჯერებელი უწოდა ქვეყანაში ისეთი ტერაქტების საფრთხეს, როგორიც 13 ნოემბერს პარიზში მოხდა.“

XS
SM
MD
LG