Accessibility links

logo-print

ირანის სასამართლომ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა


ირანის სასამართლომ დაუზუსტებელი ვადით პატიმრობა შეუფარდა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტ ჯეისონ რეზაიანს, რომელიც გასულ თვეში დამნაშავედ სცნო რამდენიმე დანაშაულის, მათ შორის ჯაშუშობის ბრალდების საქმეზე. ირანის მედიის თანახმად, გადაწვეტილება ამის თაობაზე ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა გოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ 22 ნოემბერს წაიკითხა, თუმცა, არ დაუზუსტებია, თუ რამდენ ხანს გასტანს პატიმრობის ვადა, რადგან განაჩენი არ არის საბოლოო. ირანის სახელმწიფო ტელევიზია რეზაიანს „ამერიკის ჯაშუშად“ მოიხსენიებს. ამ ბრალდებას უარყოფენ „ვაშინგტონ პოსტი“ და ჟურნალისტის ოჯახის წევრები. ამერიკელ-ირანელი ჟურნალისტი, ჯეისონ რეზაიანი თავის ცოლთან, ასევე ჟურნალისტ იეგანე სალეჰისთან ერთად თეირანში, თავიანთ სახლში 2014 წლის ივლისში დააპატიმრეს. მოგვიანებით სალეჰი გაათავისუფლეს. რეზაიანი კი ევინის საპატიმროში იმყოფება, სადაც ძირითადად დისიდენტები და პოლიტიკური ოპონენტები იხდიან სასჯელს.

XS
SM
MD
LG