Accessibility links

logo-print

ასამდე კაცი დაიღუპა ბირმაში ნავთობის მაღაროს ჩამოშლის შედეგად


ასამდე მუშა დაიღუპა და ამდენივე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც ბირმის ჩრდილოეთ კაჩინის შტატში მდებარე ნავთობის მაღარო ნიაღვრის შედეგად ჩამოიშალა. ამ არეალის მაღაროები ცნობილი არიან მოპოვებული ნავთობის მაღალი ხარისხით. თუმცა, ბუნებრივი პირობების გამო ხშირია ღვარცოფები. დაღუპულთა უმრავლესობა ღატაკები არიან, რომლებიც მაღაროს მახლობლად ძვირფას ქვებს ეძებდნენ. უფლებათადამცველები არაერთხელ ამახვილებენ ყურადღებას, რომ სანავთობე კომპანიები ხშირად ხდება, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მრავალი ათწლეულის განმავლობაში მყოფი, ბირმის სამხედრო ხუნტის ძარცვის ობიექტი

XS
SM
MD
LG