Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე იმსჯელეს საარჩევნო კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე


კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობისათვის კოალიცია ღიაა და ეს პროცესი არ დასრულებულა. საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები რიგი მაჟორიტარული ოლქების გაერთიანებას, ხოლო ზოგიერთი ოლქის დაყოფას ითვალისწინებს. "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ ვარიანტს ოპოზიცია არ იზიარებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საერთოდ გაუქმებას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG