Accessibility links

logo-print

ჰაკერების დაჯგუფებამ გამოაქვეყნა "ისლამური სახელმწიფოს" გეგმები


გამოცემა International Business Times-ის თანახმად, ჰაკერების დაჯგუფება Anonymous-მა გამოაქვეყნა ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გეგმები, რომლებიც მომდევნო ტერაქტებს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო თავდასხმები ტერორისტებმა, შესაძლოა, განახორციელონ პარიზში, მილანში, ატლანტაში, ინდონეზიასა და ლიბანში. ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროში განაცხადეს, რომ ატლანტაში მოსალოდნელ ტერაქტებზე ინფორმაცია არ გააჩნიათ, თუმცა გაფრთხილებას სერიოზულად უდგებიან. აღსანიშნავია, რომ ჰაკერების დაჯგუფება Anonymous-მა, რომელმაც "ისლამურ სახელმწიფოს" კიბერომი გამოუცხადა, ტერორისტების 5 ათასზე მეტი „ექაუნთი“ გატეხა.

XS
SM
MD
LG